Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ


კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” ათეულობით თანამშრომელი მეთოთხმეტე დღეა გაფიცულია. აქციის მონაწილეები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. გაფიცულები პროცესში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

„აქამდე მუშაობა რთულ პირობებში გვიწევდა — ყინვაში, სიცივეში. ჩვენ თვითონ გვიწევდა სამუშაო აპარატების შეკეთება, არ იყო ნორმალური მექანიკოსი, რომელიც ამ აპარატებს შეაკეთებდა. კონტაქტზე ჯერ არავინ გამოსულა“, — აცხადებენ გაფიცულები.

კომპანია „საირმე“, თავის მხრივ, გაფიცულებსა და პროფკავშირების წარმომადგენელ გიორგი დიასამიძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG