Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა

პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, თბილისში უმასპინძლა ისლანდიის ნაკრებს და მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, მიზანს მაინც მიაღწია.

ჯგუფური ეტაპის გათამაშების ცხრილის თანახმად, დასკვნითი ტურის თამაშში ქართველ კალათბურთელებს სამი ქულით წაგებაც კი ჰყოფნიდათ, ჯგუფიდან გამსვლელი მესამე ადგილის დასაკავებლად და... ზუსტად ასეთი სხვაობით იმარჯვა ისლანდიამ - ანგარიშით 80:77.

საქართველოს ნაკრების გარდა, ამავე ჯგუფიდან გავიდნენ იტალია და ესპანეთი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრები ითამაშებს, რომლებიც საწყის ეტაპზე რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ფინალური ეტაპის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG