Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება, რომ რუსეთი აღმოსავლეთით თავისი სამხედროების რაოდენობას ზრდის


უკრაინელი სამხედრო იცავს ბახმუტს
უკრაინელი სამხედრო იცავს ბახმუტს

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას, იმ ფონზე, როცა მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია რეგიონში შეტევების წარმოებაზე, აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი 27 თებერვალს. უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში გრძელდება მწვავე შეტაკებები უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის.

"არსებული ინფორმაციით, როსტოვის რეგიონიდან 200-მდე სამხედრო გადაიყვანეს ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნავს გენერალური შტაბი თავის საღამოს განცხადებაში. იგი დასძენს, რომ დღის განმავლობაში რუსეთის საჰაერო დარტყმებიდან 12 განხორციელდა ირანში წარმოებული Shahed-136-ის ტიპის დრონებით, 55-ზე მეტი კი - რაკეტებით.

მანამდე, 27 თებერვალს, ჰუმანიტარული სფეროს ორი თანამშრომელი დაიღუპა დასავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა, მას მერე, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG