Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო 2 მარტის აქციაზე პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ნიკა ნარსიას დაკავება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის, ნიკა ნარსიას დაკავება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, 2 მარტს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართული აქციის ორი მონაწილის მიმართ.

„საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

2 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მათგან 7 იმავე საღამოს გაათავისუფლეს.

დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას, ინიციირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.

კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG