Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კომპანია მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინაში ტანკების საწარმოს აშენებაზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გერმანიის იარაღის მაწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი "იმედისმომცემ" მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინაში ტანკების საწარმოს აშენებაზე, იქ რუსეთის შეჭრის შემდეგ - აცხადებს გერმანული კომპანიის ხელმძღვანელი 5 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

"Rheinmetall-ის ქარხანა უკრაინაში შეიძლება აიგოს 200 მილიონ ევროდ, და წელიწადში აწარმოოს 400-მდე Panther-ის ტიპის ტანკი" - უთხრა კომპანიის პრეზიდენტმა, არმინ პაპერგერმა გამოცემა Rheinische Post-ს. მისი თქმით, საწარმოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება ორ თვეშია მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG