Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ სანქციები მოუხსნა ევგენი პრიგოჟინის დედას


მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო. ლუქსემბურგი, 2017 წ. 26 იანვარი.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო. ლუქსემბურგი, 2017 წ. 26 იანვარი.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ სანქციები მოუხსნა პეტერბურგელი ბიზნესმენის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დედას. ვიოლეტა პრიგოჟინა 2022 წლის 3 მარტს მოხვდა ევროკავშირის სანქციების სიაში.

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პრიგოჟინა თავისი სტრუქტურების მეშვეობით და ვაჟთან ერთად ფლობდა კეიტერინგის კომპანია „კონკორდს“. 2017 წლიდან ბიზნესმენის დედა აღარ ფლობს ამ ფირმას მიუხედავად იმისა, რომ მოეპოვება მისი აქციები.

ევროპის საბჭომ ვერ იპოვა იმის მტკიცებულებები, რომ სანქციების სიაში შეყვანის მომენტში პრიგოჟინა ფლობდა თავის ვაჟთან დაკავშირებულ სხვა აქტივებს.

ევგენი პრიგოჟინი 2020 წლიდან არის ევროკავშირის სანქციების სიაში. 2016 წელს ბიზნესმენი მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ პრიგოჟინს კავშირი აქვს ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“, რომელიც ერეოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს.

XS
SM
MD
LG