Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია და სპეცრაზმი კიდევ ერთხელ შლის მეორედ შეკრებილ აქციას რუსთაველზე


რუსთაველის გამზირზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები ცრემლსადენი აირის გამოყენებით კვლავ შლიან მეორედ შეკრებილ აქციას - ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად, აქციის დაშლას წინ უსწრებდა სირენების ხმით გაფრთხილება. დემონსტრანტები ამ ხმაზე ცეკვავდნენ, ნაწილი კი ცდილობდა რობოკოპებისთვის აეხსნა, რომ არ უნდა გამოეყენებინათ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

პოლიციას ცოცხალი ძალით აქვს ჩაკეტილი რუსთაველის გამზირიდან ამავალი და ჩამავალი ქუჩები - აქციის ადგილას შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი და ცრემლსადენი აირის მაღალი კონცენტრაციის გამო, გართულებულია ხედვა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე არიან დაშავებულები. ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს არ გაუვრცელებიათ.

კადრებში ჩანს ისიც, როგორ აკავებენ მოქალაქეებს პოლიციელები - ისინი დღეს ხელკეტებსაც იყენებენ.

XS
SM
MD
LG