Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს ატომური სადგური კვლავ მიუერთეს საერთო ენერგოსისტემას

შესასვლელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. 31 აგვისტო, 2022 წელი
შესასვლელი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. 31 აგვისტო, 2022 წელი

კომპანია "უკრენერჰომ" 9 მარტს გამოაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ელექტროენერგიას საერთო ენერგოქსელიდან მას მერე, რაც სპეციალისტებმა აღადგინეს ენერგომომარაგების სისტემა, რომელიც იმავე დღეს დაზიანდა რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ ატომური ელექტროსადგური იძულებული იყო „არსებითი“ ელექტროენერგია იქ განთავსებული 20 დიზელის გენერატორიდან რვის საშუალებით მიეღო მას მერე, რაც სარაკეტო დარტყმების შედეგად ის მოწყვიტეს ელექტრომომარაგების გარე წყაროებს.

XS
SM
MD
LG