Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ შეტაკება მოხდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - მოკლულია სამი პალესტინელი


ისრაელი სამხედროები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნაბლუსის მახლობლად. 23 თებერვალი, 2023 წელი
ისრაელი სამხედროები იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნაბლუსის მახლობლად. 23 თებერვალი, 2023 წელი

იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ტერიტორიაზე, შეტაკება მოხდა ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის, რომლის დროსაც სამი პალესტინელი მოკლეს.

ისრაელის არმიის თანახმად, ნაბლუსის დასავლეთით, ისრაელის სამხედრო საგუშაგოზე მოხდა თავდასხმა. ჯარისკაცებმა ცეცხლით უპასუხეს. ერთ-ერთი შეიარაღებული პირი დანებდა და დააკავეს.

ისრაელსა და პალესტინელთა ტერიტორიებს შორის ვითარება ბოლო დროს უკიდურესად დაიძაბა. წლის დასაწყისიდან მომხდარ შეტაკებებს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. მუსლიმური წმინდა თვის რამადანის პერიოდში, რომელიც ათ დღეში დაიწყება, შიშობენ, რომ სიტუაცია მეტად დაიძაბება.

XS
SM
MD
LG