Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? - ირაკლი ქადაგიშვილი


ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი
ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას:

"განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარული მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იქნას, როგორც მეორე ფრონტის ადგილი“, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერშიც აღარ ერიდებიან ამ მიზნის შესრულებაზე ლაპარაკს.

„რატომ უნდა იყოს ქართული ხელისუფლება რომელიღაცა სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? ანუ დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ დავატრიალოთ ის უბედურება, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად 2008 წელს უკვე დაგვმართა. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის და ავანტიურისტთა მსხვერპლი“, - განაცხადა ირკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში თქვა, რომ აპირებენ ბრძოლას, რომლის მიზანი მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლაა.

ცოტა ხნის წინ კი, ვანო მერაბიშვილმა ფეისუკზე საჯარო პოსტი დაწერა, რომელშიც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ქართველი პოლიტიკოსების მოსმენას მცირე დროს უთმობს, თვალში მოხვდა "ქართული ოცნების" მცდელობა - ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი":

"მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემ სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას. რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი", - დაწერა ვანო მერაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG