Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ეკლესია, პოლიცია და ჯარი, სამი მთავარი ინსტიტუცია არის მთავარი საყრდენი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ტელეარხ "იმედის" ეთერში განმარტა თავდაცვის კოდექსი, რომელზე მუშაობაც, მისი თქმით, დაიწყო, მაშინ, როცა ის მინისტრის თანამდებობაზე იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, დღეს ჯარი არის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია ეკლესიასთან ერთად. „ეს ორი მთავარი საყრდენი ჩვენი ქვეყნის. ეკლესია, პოლიცია და ჯარი, სამი მთავარი ინსტიტუცია არის მთავარი საყრდენი“, თქვა მან და ხელისუფლების მთავარ ამოცანად გამოაცხადა „ძლიერი რეზერვის შექმნა“.

ღარიბაშვილმა გააკრიტიკა „გირჩი: “ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ “გირჩის” გამოწვევის დაძლევა. წარმოიდგინეთ, მათი ამ ანტიეროვნული, არ მოვერიდები ამის თქმას, ეს ანტიქართული მოვლენაა, ანტიქართული ფენომენია და ანტიქართული მოძრაობაა იმიტომ, რომ როდესაც შენ ადამიანს, ჯანსაღ, ყველაზე მაგარ წარმომადგენელს, ახალგაზრდა კაცს თუ ქალს ეუბნები, რომ ჯარს თავი რომ დააღწიო, რომ არ ემსახურო შენს ქვეყანას, გახდი ცრუ მღვდელმსახური და გახდი რაღაც გასაბერი ეკლესიის წევრი თუ მრევლი, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, ეს არის უბედურება, ტრაგედია“.

„ის რეფორმები, რაც დავიწყე ჩემი მინისტრობის დროს, ძალიან ბევრი თანხები ჩავდეთ ინფრასტრუქტურაში, თანამედროვედ მოვაწყვეთ ყველა ბაზა, შეიარაღება, უნიფორმა, ყველაფერი, აღჭურვილობა“.

ღარიბაშვილის თქმით, მას ჰქონდა საუბარი გუნდში:“ მე მქონდა გუნდთან ამის თაობაზე განხილვა და ვთქვით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ გვინდა, რომ მოვამზადოთ ჯანსაღი პატრიოტები, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი. შევთავაზოთ მათ თანამედროვე სამხედრო მომზადება, ძირითადი, Basic Combat Training, ძირითადი საბრძოლო მომზადების კურსები, ეს იქნება მინიმუმ 6 თვიანი, 6 თვე რომ შეხვიდეთ ჯარში, სადაც დაგხვდება მაგარი ბაზა, კარგი აღჭურვილობა, კარგი პირობები, კარგი კვება, მაგარი მომზადება, იქიდან გამოხვალ მომზადებული, ჩამოყალიბებული, დისციპლინირებული ახალგაზრდა. მეორე საფეხური იქნება 8 თვიანი და 12 თვიანი, თუ გინდა სამხედრო სამსახურში დარჩენა. რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომ აბრუნებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ა.შ. დღეს არსებული უკვე არის ჰიბრიდული, ანუ არის სავალდებულო სამსახურიც და არის საკონტრაქტო, პროფესიული. ჩვენ ვთქვით, რომ ამ სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებს წამოვიყვანთ ყველას, ისინი მხოლოდ ჯარში გაივლიან სამსახურს მინიმუმ 6 თვე და ჩაეთვლებათ ნამსახურებად ეს პერიოდი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG