Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მე“ ხშირია და „ჩვენ“ იშვიათი...


ავტორი: თორნიკე მაისაშვილი

მინდა შეგახსენოთ 1888 წლის 8 იანვარს, გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებული სტატია კრიტიკული აზრის უქონლობის შესახებ. ვფიქრობ, მიუხედავად ამ არცთუ მცირე დროისა, ჩვენ ვერ შევძელით ამ პრობლების არსში გატარება, გაანალიზება და მითუმეტეს აღმოფხვრა. პრობლემის მოგვარება, პირველ რიგში, იწყება პრობლემის აღიარებით... ოღონდ სწორად აღიარებით. სამწუხაროა, მაგრამ დღის სინათლესავით ცხადი, რომ ქართველებს ეს უკანასკნელი, არცისე ხელგვეწიფება, როგორც თვითზიანი. გვჩვევია პრობლემების იქ ძიება სადაც არ არის, ან რთულად მოიძებნება(აჰამ, კაცი დათვს ხედავდა და კვალს ეძებდაო).

დიახ, და სამწუხაროდ, დღეს ისევ არ გვაქვს კრიტიკული აზრი, დღეს კვლავ არ შეგვიძლია ნიადაგიანი სჯა-ბაასი და დასკვნების გამოტანა. მცირედ გადავუხვიოთ და შევამჩნიოთ განსხვავება საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვაობასა და აზრთა სხვადასხვაობას შორის. ისინი პრინციპულად და შედეგით განსხვავებული ცნებებია და ერთმანეთში არევა არ გვარგებს.

მრავალფეროვანი საზოგადოებრივი აზრი, ცალსახად სასარგებლოა ერის ცხოვრებისთვის. იგი ბადებს ჯანსაღ მომავალს და აშენებს ნამდვილ დემოკრატიას. რომ არა ეს უკანასკნელი, მივიღებდით სტანდარტიზებულ საზოგადოებას, რომელშიც ყველა პროცესს ერთი ჩარხი წარმართავდა და ახალი შედეგიც, არაფრით განსხავებული იქნებოდა ძველისგან. ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა ჯანსაღი კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრის მიმდევართ საბოლოოდ ერთ წერტილში გადაჰკვეთს ხოლმე. ამ წერტილამდე ყველა თავის გზით მიდის, მაგრამ ჭეშმარიტების ოაზისს ყველა ერთად პოულობს. აზრთა სხვადასხვაობა კი აწგანხილულის ანტიპოდია და მასში ყველაფერი ისე ჰკიდია თავქვე, როგორც ხეთა ანარეკლები ტბაში.

აზრთა სხვადასხვაობა კრიტიკული აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენი გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად, ერთი მეტად მარტივი საკითის შესახებ, იმდენად განსხავებულ პოზიციას შეხვდებით ხოლმე, რთულია მათ პერსპექტივაში საერთო გადაკვეთა ჰქონდეთ. თუ ამ აზრებს მიმართულებას მივცემთ და სივრცეში(გინდათ სიბრტყეზე) გადავიტანთ, სხვა არაფერს წარმოადგენენ თუარა აცდენილ წრფეებს, რომელთაც თანხვედრა არ უწერიათ.

თუ ვინმე მკითხავს, საით მიდის ქართული საზოგადოებაო, პასუხი იქნება - არსაით! მივდივართ ყველა, სადღაც, ცალ-ცალკე და არა ერთად. ანუ ქართველურად ვფაციფუცობთ. იქნებ, არც მივდივართ, ვდგავართ ერთ ‘ალაგზედ“ და ფეხებს ისე ვაბაკუნებთ, პროგრესის ილუზიას ვიქმნით. ისეთ წყვდიადში, როგორიდანაც ჩვენი ერის მომავალსა ვხედავთ, ეს ცალსახად სანუგეშო გასართობია თავის შესაქცევად. ვერ ვხედავთ, ხმა კი გვესმის. ეს კი საკმარისი საფუძველია „უძრაობა“ გამოვრიცხოთ. ასევე საკმარისია, ვინმემ შუქი აგვინთოს და სწორედ სინათლის სიჩქარით შევრცხვეთ. შევრცხვეთ, იმიტომ რომ ისევ იქ ვდგავართ, სადაც ვეგულებოდით და არა იქ სადაც ვისურვებდით. ვაითუ, მერე კარგად გატკეპნილი ნიადაგიდან გადაბიჯებისა შეგვეშინდეს - იქ უვალია და არ დავეფლოო!

ცხადია, რომ ზემოთხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმტებას, რადგანაც ყოველივე ასეთი უსაფუძვლო შეტაკება აზრისა, უცილობლად იწვევს გადამეტებულ საუბარს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულებითაც უადგილოა იქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. გამოდის ართქმულის და არსათქმელის მრავლადთქმულად გადაქცევა გვყვარებია ქართველებს. აკი უთქვამთ, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიანო...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG