Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები დააანონსა


დენის შმიჰალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი
დენის შმიჰალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი

მომავალ კვირას უკრაინის მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდება. კერძოდ, თანამდებობებს დატოვებენ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სერგეი შკარლეტი და სტრატეგიული მრეწველობის დარგების მინისტრი პაველ რიაბკინი. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა შაბათს ტელეგრამის არხით გაავრცელა განცხადება.

მისივე თქმით, საკადრო ცვლილებების საკითხი 18 მარტს უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე განიხილეს.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ასევე შეთანხმდნენ ლუგანსკის, ოდესისა და ხმელნიცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციების თავმჯდომარეების გათავისუფლების საკითხზეც.

დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.

XS
SM
MD
LG