Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ედიტ ნოიბაუერი - შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი


ედიტ ნოიბაუერი
ედიტ ნოიბაუერი

18 მარტს ბერლინში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი ხელოვნებათმცოდნე, ედიტ ნოიბაუერი, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და სკულპტურის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი.

1962 წელს ედიტ ნოიბაუერი - ახალგაზრდა ხელოვნებათმოცდნე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან - პირველად ჩავიდა საქართველოში.
საბჭოთა პერიოდში, როცა იოლი არ იყო დასავლელ ექსპერტებთან ურთიერთობა, ედიტ ნოიბაუერმა თავისი წიგნებითა და სტატიებით, უწინარეს ყოვლისა, გერმანელ მკითხველს გააცნო შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება. მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა გამოჩენილ ქართველ ხელოვნებათმცოდნეებთან, გიორგი ჩუბინაშვილთან და ვახტანგ ბერიძესთან.


„როცა მერე ჯვრის მონასტერი ვნახეთ მცხეთაში, - არაჩვეულებრივი განათებითა და საუცხოო ლანდშაფტითა და ადგილმდებარეობით, - ისე მომხიბლა ამ ძეგლმა, რომ ... ეს გახდა ამ ქვეყნის მიმართ ჩემი დიდი სიყვარულის ქვაკუთხედი. მაშინვე მივხვდი, რომ საქართველოში ჩემი მოგზაურობა პირველი და უკანასკნელი არ იქნებოდა. და ასეც მოხდა“, - იხსენებდა ედიტ ნოიბაუერი 2014 წელს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტრევიუში.

როგორც ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი, ედიტ ნოიბაუერი, აღმოსავლეთ გერმანიაში - კერძოდ, საქსონიასა და ტიურინგიაში - იკვლევდა რომანულ ტიმპანებსა და პორტალის არქიტექტურას. ამ თემაზე 1972 წელს გამოსცა საეტაპო ნაშრომი „Die romanischen skulptierten Bogenfelder in Sachsen und Tueringen”. 1976-90 წლებში ის სამეცნიერო კვლევასა და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ლაიფციგის უნივერსიტეტში; 1979 წელს სტუმარ-პროფესორად იყო მივლინებული შეერთებულ შტატებში, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

XS
SM
MD
LG