Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შს სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პუტინის ყოფილ სპიჩრაიტერზე


აბას გალიამოვი
აბას გალიამოვი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა პოლიტოლოგსა და პუბლიცისტ აბას გალიამოვზე, თუმცა საძიებო ბარათში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული საქმისთვის იძებნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი. გალიამოვმა არაერთხელ გააკეთა ომის საწინააღმდეგო განცხადებები. 2023 წლის თებერვალში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა.

გამოცემა „Вот так“-მა სთხოვა გალიამოვს, კომენტარი გაეკეთებინა შს სამინისტროს გადაწვეტილებაზე. პოლიტოლოგმა არაფერი იცის მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. გალიამოვი ვარაუდობს, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს ე.წ. რუსეთის არმიის შესახებ გარცელებული ფეიკების მუხლს.

"ახლა ისინი ცდილობენ, ყველა, ვინც ჩართულია სიტუაციის ობიექტურ ანალიზში და არ იმეორებს კრემლის დირექტივებს, პასუხისგებაში მისცენ სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით. ვფიქრობ, რომ ჩემ წინააღმდეგაც არაფერი ექსკლუზიური არ გამოუგონიათ", - თქვა გალიამოვმა.

აბას გალიამოვი პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატია. 2008-2010 წლებში მას ეძახდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სპიჩრაიტერს - საჯარო სიტყვების ავტორს. 2010-დან 2014 წლამდე გალიამოვი მუშაობდა ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. ახლა იგი ისრაელში ცხოვრობს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აბას გალიამოვი „უცხოური აგენტების მიერ შექმნილ მასალებს ურიგებდა ადამიანთა შეუზღუდავ წრეს, აზრს გამოთქვამდა უკრაინაში სპეცოპერაციის წინააღმდეგ, მონაწილეობდა როგორც ექსპერტი და რესპონდენტი უცხოური სტრუქტურების მიერ შექმნილ საინფორმაციო პლატფორმებზე“.

XS
SM
MD
LG