Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო სასწავლო კურსებს სთავაზობს ეთნიკურ უმცირესობებს


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ "იუსტიციის სასწავლო ცენტრის" საშუალებით, კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ეთნიკურ უმცირესობებს სთავაზობს ქართული სამართლის სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მოქალაქეები, ქართულ ენასთან ერთად, უფასოდ შეისწავლიან ქართული სამართლის საფუძვლებსა და სამართლებრივ ტერმინოლოგიას. ამავე მიზნით, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი კანონმდებლობის ვებსაიტზე განთავსებასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

„საკანონმდებლო მაცნეს“ ონლაინპლატფორმაზე უკვე წარმოდგენილია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი ათობით სამართლებრივი აქტი.

XS
SM
MD
LG