Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თანახმად, ბახმუტის ფრონტზე გრძელდება მწვავე შეტაკეები


უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკები ბახმუტთან. 2023 წ. 20 მარტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკები ბახმუტთან. 2023 წ. 20 მარტი.

უკრაინის ქალაქ ბახმუტთან გრძელდება გააფთრებული ბრძოლები, რუსეთის ჯარებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რამდენიმე ათეული იერიში წამოიწყეს, განაცხადეს 25 მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

გენერალური შტაბის ცნობით, 59 შეტაკება მოხდა ბახმუტის ფრონტის ხაზზე - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და შახტარსკის რაიონებში, სადაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს.

გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ არ შეიმჩნევა ბახმუტის რაიონში რუსეთის სამხედრო ოპერაციების შესუსტება მიუხედავად ზოგიერთი ანალიტიკოსის მტკიცებისა, რომ იქ რუსეთის მრავალთვიანი იერიში სუსტდება.

ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა, რომელსაც აშშ-ში უდევს ბინა, დაწერა, რომ „როგორც ჩანს, რუსეთის ჯარების ფართო მასშტაბის საგაზაფხულო იერიში კულმინაციას უახლოვდება“ და რომ „რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოწინავე ხაზზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალების გაგზავნა მოუწევს... განახლებული შეტევითი ოპერაციების წამოსაწყებად“. უკრაინის ჯარებმა ამ რაიონში დარტყმები მიაყენეს რუსეთის პოზიციებს და, როგორც იტყობინებიან, ჩამოადგეს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Mi-24. ამ განცხადების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება ვერ ხერხდება.

25 მარტს ხერსონის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში მრავალრიცხოვანი იერიშები და დაბომბვები განხორციელდა. ზოგიერთი ჭურვი საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG