Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ავტოკეფალიის აღდგენის დღეზე: "ეს დღე ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა"


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, 25 მარტს მისალოცი განცხადება გაავრცელა და მასში საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება.

„გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა. ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი და ძალა უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს“, - წერს ზურაბიშვილი ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

1917 წლის 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენით, თავი დააღწია რუსეთის ეკლესიის ტყვეობას, რომელშიც 106 წლის განმავლობაში, 1811 წლიდან იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG