Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ არსებობს მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს - პენტაგონი


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

“ჩვენ ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს”, - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში.

მოსკოვი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვულ იარაღს განალაგებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით.

პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა.

როგორც პუტინის სიტყვებიდან ჩანს, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს. ასეთი ჭურვები არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს, თავად რუსეთი მათ ასეთად არ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG