Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spiegel-ის ცნობით, გერმანიის მიერ დაპირებული 18 ტანკი Leopard 2 უკრაინაში ჩავიდა


გერმანიის არმიის Leopard 2 სამხედრო წვრთნაზე ჰანოვერის მახლობლად. 28 სექტემბერი, 2011.
გერმანიის არმიის Leopard 2 სამხედრო წვრთნაზე ჰანოვერის მახლობლად. 28 სექტემბერი, 2011.

გერმანიის მიერ დაპირებული 18 ტანკი Leopard 2 უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

ასევე იტყობინებიან, რომ უკრაინაში ჩავიდა 40 დაჯავშნილი მანქანა Marder-ი.

გერმანიამ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ უკრაინას ტანკებს გადასცემს. ბერლინი მანამდე მრავალი თვის განმავლობაში ითრევდა ფეხს. საბოლოოდ ის დათანხმდა არა მხოლოდ საკუთარი ტანკების გადაცემას, არამედ კიევისთვის გერმანული ტანკების მიწოდების უფლება მისცა იმ ქვეყნებსაც, სადაც ისინი შეიარაღებაში აქვთ.

Leopard-ებს, რომლებსაც გერმანია აწარმოებს, სხვა ქვეყნებს იმ პირობით აძლევენ, რომ ისინი რეექსპორტს ბერლინთან შეათანხმებენ.

აშშ, გერმანია და ევროპის რამდენიმე ქვეყანა - პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი და შვედეთი - დათანხმდნენ, ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად უკრაინას მომავალ თვეებში მიაწოდონ ათობით საბრძოლო ტანკი.

ამჟამად უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ინტენსიურ მომზადებას, რათა აითვისონ Leopard-2-ები, რომელთა მიწოდებაზე ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ კიევთან მიღწეული „სატანკო გარიგების“ ფარგლებში. უკრაინის სამხედროებისთვის ოთხკვირიანი მომზადების კურსები, კერძოდ, გერმანიასა და ესპანეთში ტარდება.

XS
SM
MD
LG