Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - მიზეზი სააკაშვილის დაჯილდოებაა


საგარეო საქმეთა მინისტრის ლაშა დარსალიას შეხვდერა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან
საგარეო საქმეთა მინისტრის ლაშა დარსალიას შეხვდერა ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნორვეგიის ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრაზე განიხილეს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებული კომენტარი. ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამხად, "ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის“

საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი“, -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას“.

ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენ სანდ ანდერსენმა მედიასთან სუბარში განაცხადა, რომ მან კომენტარი უკვე გააკეთა.

დღესვე, ნორვეგიის სალჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს კონტოლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თავს სააკაშვილის მმართველობაში ყოფნის დროს ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევენ. მათ გააპროტესტეს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის პრიზის გადაცემა.

გუშინ, 27 მარტს სააკაშვილის დაჯილდოების საკითხის კომენტირესას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა, რომელიც ტერორისტული დანაშაულისთვის სასჯელს იხდის ათეულობით ადამიანის მკვლელობისა და დაჭრისთვის.

საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ გაოგნებულია ამ შედარებით.

„ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ჰელენ სანდ ანდრესენის პასუხი „მთავარმა არხმა" გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ორ საქმეზეა გასამართლებული და სამ საქმეზე კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს, ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის მიენიჭა.

XS
SM
MD
LG