Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთში სამი უცხოელი დააკავეს


რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პოლონეთში სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მათ, სავარაუდოდ, უკრაინაში სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების მარშრუტის თვალთვალის ორგანიზება მოახდინეს.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულები რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მომუშავე ჯაშუშური ქსელის წევრები არიან. სპეცსამსახურები თვლიან, რომ მათ დაამონტაჟეს ფარული ვიდეოკამერები რკინიგზაზე, რომელიც ჟეშუვის აეროპორტს და სადგურს უკრაინის საზღვართან აკავშირებს. ამ მარშრუტით უკრაინაში დასავლეთის მოკავშირეების მიერ გადაცემული სამხედრო ტექნიკა მიემართება. იგივე მარშრუტით ჩავიდნენ კიევში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დასავლეთის სამყაროს სხვა ლიდერები.

ამ საქმეზე სულ 12 ადამიანი დააკავეს, მათგან ექვსის დაკავების შესახებ ინფორმაცია 15 მარტს გავრცელდა. სავარაუდოდ, დაკავებულები ვარშავის წინააღმდეგ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ. სხვა დეტალები ამ საქმის გარშემო უცნობია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პოლონეთის კონტრდაზვერვამ მოსკოვთან და მინსკთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი სულ მცირე 23 ადამიანი დააკავა. ყველაზე ხშირად მათ ბრალს სდებენ ქვეყნის სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

XS
SM
MD
LG