Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსილიუმის წევრი აცხადებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად სერიოზული სამედიცინო ჩარევაა საჭირო


ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნდეს.

თენგიზ წულაძის თქმით კახექსიის და სისუსტის გამო მიხეილ სააკაშვილი მუდამ დაცემის რისკის ქვეშაა.

"ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს“ - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

„არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი "ვივამედის" კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში“ - თქვა თენგიზ წულაძემ.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი 2 აპრილს მოინახულეს. დასკვნას ისინი „უახლოეს პერიოდში“, ექიმების მიერ პოზიციების შეჯერების შემდეგ გამოაქვეყნებენ.

XS
SM
MD
LG