Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


დამოუკიდებელი ქართული ტელეკომპანიებისა და სოციალური მედიის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, წარმოშობით ზუგდიდელი არსენ ქეცბაია შეეწირა.

„ბატალიონის მეთაურმა დაადასტურა მისი გარდაცვალება გმირულად ბრძოლის ველზე. დანარჩენ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - წერს თავის ფეისბუკში ლადო გამსახურდია, უკრაინაში მებრძოლი „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური.

თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.

რუსეთ-უკრაინის ომს დღემდე 41 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG