Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომის ღამეს გახანგრძლივდა მეტროს მუშაობის საათები


თბილისის მეტრო
თბილისის მეტრო

აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

  • თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე (ავტობუსების განრიგი არ იცვლება);
  • გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათის, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებებით.

"აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან", - თქვა კახა კალაძემ.

16 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ღამით ყველა მოქმედ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია გაიმართება.

XS
SM
MD
LG