Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის ახალი კვლევა: ქართული ოცნება - 19%; ნაციონალური მოძრაობა - 14%


"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" - IRI - აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ორს აქვს 3 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედი რეგულაციით, აუცილებელია პარტიამ მიიღოს ხმების 5 პროცენტი მაინც იმისთვის, რომ მოხვდეს პარლამენტში.

გამოკითხული მოსახლეობის მხარდაჭერა პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 19%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 14%;
  • "საქართველოსთვის" - 3%;
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 2%;
  • "ლელო" - 2%;
  • "გირჩი" - 2%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;
  • "ხალხისთვის" - 2%;
  • "მოქალაქეები" - 2%;
  • "კონსერვატიული მოძრაობა" - "ალტ-ინფო" - 1%;
  • "დროა" - 1%;
  • "ევროპული საქართველო" -1%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 1%-ზე ნაკლები;
  • "ხალხის ძალა" - 1%-ზე ნაკლები;
  • სხვა პარტიები - 1%-ზე ნაკლები;
  • გაფუჭებული კითხვარი - 11%;
  • ხმას არავის მისცემდა - 5%;
  • არ ვიცი - 20%;
  • უარი პასუხზე - 7%.

კითხვაზე, რომელ პარტიას არ დაუჭერდნენ მხარს, ყველაზე უარყოფითი შედეგები აქვთ:

  • "ნაციონალური მოძრაობა" - 39%;
  • "ქართული ოცნება" - 34%;
  • "კონსერვატიული მოძრაობა" - "ალტ-ინფო" - 16%;
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 13%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 13%;
  • "გირჩი" - 13%;
  • "ევროპული საქართველო" - 13%.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს ჰკითხეს საჯარო პირების შესახებაც - ვის უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა. პასუხები ასე გადანაწილდა:

  • კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - 91%;
  • კახა კალაძე (თბილისის მერი) - 52%;
  • სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) - 48%;
  • ირაკლი ღარიბაშვილი (პრემიერ-მინისტრი) - 43%;
  • გიორგი გახარია (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) - 36%;
  • მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს მესამე პრეზიდენტი) - 36%;
  • ბიძინა ივანიშვილი ("ქართული ოცნების" დამფუძნებელი) - 35%;
  • შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") - 35%;
  • ელენე ხოშტარია ("დროა") - 33%;
  • გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი") - 33%;
  • ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") - 31%;
  • ირაკლი კობახიძე ("ქართული ოცნება") - 31%;
  • მამუკა ხაზარაძე ("ლელო") - 29%;
  • შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის თავმჯდომარე) - 27%;
  • ლევან ხაბეიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა") - 27%;
  • ბადრი ჯაფარიძე ("ლელო") - 26%;
  • ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი - მეტი თავისუფლება") - 26%;
  • პეტრე ცისკარიშვილი ("ნაციონალური მოძრაობა") - 19%;
  • გიგა ბოკერია ("ევროპული საქართველო") - 17%;
  • პაატა მანჯგალაძე ("სტრატეგია აღმაშენებელი") - 9%.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, IRI-ის კვლევების მიხედვით, შემცირდა როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა წილი. 2022 წლის მარტში პარტიების რეიტინგი ასეთი იყო:

  • "ქართული ოცნება" - 31%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 16%.

გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეებთან. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაოები კი ჩაატარა IPM-მა.

კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი იყო 63 პროცენტი.

XS
SM
MD
LG