Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ვიზიტისას პაპი ევროპაში მზარდი ნაციონალიზმის წინააღმდეგ გაფრთხილებით გამოვიდა


რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში ვიზიტის პირველ დღეს. ბუდაპეშტი, 28 აპრილი, 2023.
რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში ვიზიტის პირველ დღეს. ბუდაპეშტი, 28 აპრილი, 2023.

რომის პაპმა ფრანცისკემ 28 აპრილს, ბუდაპეშტში თავისი სამდღიანი ვიზისის პირველ დღეს, გამოთქვა გაფრთხილება ევროპაში ნაციონალიზმის მზარდი საფრთხის შესახებ და უნგრეთის მთავრობას მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა დანარჩენი ევროპის მსგავსად. მისი თქმით, ეს ქრისტიანობის ნამდვილი გამოვლინება იქნებოდა.

მკაცრ გამოსვლაში მთავრობის ლიდერების, მათ შორის ევროკავშირთან დაპირისპირებული პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინაშე, ფრანცისკემ მოითხოვა, უარი თქვან საკუთარ თავში ჩაკეტილ პოპულიზმზე და მკაცრად ნაციონალისტურ ინტერესებზე. პაპი გამოვიდა მოწოდებით, რომ დაუბრუნდნენ „ევროპულ სულისკვეთებას“, როგორც ეს წარმოედგინათ თანამედროვე ევროპის ფუძემდებლებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და განაცხადა, რომ ქვეყნები საკუთარ „ეროვნულ საზღვრებს მიღმა“ უნდა იყურებოდნენ.

რომის პაპი 2021 წლის სექტემბერში რამდენიმე საათით ესტუმრა უნგრეთს, სადაც ღია ცის ქვეშ აღავლინა მესა, რომელსაც 70 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ეს არის რომის პაპის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი მას შემდეგ, რაც მარტის თვეში ბრონქიტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. 30 აპრილს რომის პაპი ბუდაპეშტში პარლამენტის წინ ღია ცის ქვეშ ჩაატარებს მესას.

XS
SM
MD
LG