Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უკრაინელი მესაზღვრეები შეაქო, კონტრშეტევის დაწყების სულ უფრო მეტი ნიშანი ჩნდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. კიევი.30 აპრილი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე. კიევი.30 აპრილი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მთავარი ბრძოლა“ რუსეთის ჯართან ჯერ კიდევ წინაა.

ამ ფონზე რუსეთმა უკრაინის არმიის მოსალოდნელი კონტრიერიშის წინ გამოცვალა თავისი უმაღლესი დონის გენერალი, რომელიც ლოგისტიკისთვისაა პასუხისმგებელი. 30 აპრილს ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო უკრაინაში მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, ჯილდოები გადასცა მესაზღვრეებს და მადლობა გადაუხადა მათ სახელმწიფოს მედგარი დაცვისთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ უკრაინის მესაზღვრის დღე, მტკიცე და უდრეკი უკრაინელი მესაზღვრისა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ მესაზღვრეთა ქვედანაყოფები იბრძვიან ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და დონბასის სხვა ქალაქების დასაცავად და წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა.

ამ დროს უკრაინის ლიდერები განაგრძობენ მინიშნებებს იმაზე, რომ კონტრშეტევის მომზადება სრული სვლით მიმდინარეობს. 30 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მეთაურმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ კონტრშეტევისთვის მზადება „გეგმის თანახმად“ მიდის. მას დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ უფრო ადრე უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნატალია ჰუმენიუკმა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში ნავთობის ბაზაზე თავდასხმას კონტრშეტევისთვის კიევის მზადების ელემენტი უწოდა.

XS
SM
MD
LG