Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რუსი დიზაინერი, საფრანგეთში "წითელ დიორად" წოდებული ვიაჩესლავ ზაიცევი

ვიაჩელავ ზაიცევი
ვიაჩელავ ზაიცევი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი დიზაინერი ვიაჩესლავ ზაიცევი - მედიაში გავრცელებულ ამ ცნობას ადასტურებს რუსეთის ხელოვნების აკადემია.

ზაიცევი გარდაიცვალა მოსკოვთან ახლოს, ქალაქ შჩელკოვოში მდებარე საავადმყოფოში.

ზაიცევი იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა დიზაინერი, რომელმაც დასავლეთშიც მოიპოვა აღიარება - განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც მას "წითელ დიორად" იცნობდნენ. იგი იყო ავტორი საბჭოთა ათლეტების სამოსისა მოსკოვში 1980 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, 1991 წელს შექმნა რუსეთის მილიციის ახალი უნიფორმა.

XS
SM
MD
LG