Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

საილუსტრაციო ფოტო: ავარია რუსეთის რკინიგზაზე, 29 ივნისი, 2022
საილუსტრაციო ფოტო: ავარია რუსეთის რკინიგზაზე, 29 ივნისი, 2022

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებლის ლოკომოტივი. ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა.

გუბერნატორის თანახმად, არავინ დაშავებულა. ბოგომაზის ცნობით, რკინიგზაზე ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მიმდინარეობს გამოძიება. სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

რუსული ტელეგრამ-არხი "ბაზა" წერს, რომ რელსებიდან გადასულია ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებლის 7-8 ვაგონი. ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინელი სამხედროები არაერთხელ დაადანაშაულა რეგიონის ტერიტორიის დაცხრილვასა და დრონებით შეტევაში. კიევი მსგავს ფაქტებს, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

XS
SM
MD
LG