Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონის ფრაგმენტი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დრონის ფრაგმენტი

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 5 საათამდე გაგრძელდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის გარშემო მოიგერიეს მოწინააღმდეგის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. მათი რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილის 7 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა შეტევა განახორციელა ე.წ. კამიკაძე-დრონებით Shahed-136/131 და შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

XS
SM
MD
LG