Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისის ცენტრში სამართალდამცავები გამოიძახეს


საგამოძიებო მოქმედებები თბილისის ცენტრში
საგამოძიებო მოქმედებები თბილისის ცენტრში

თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე, დილიდან მუშაობდნენ სამართალდამცავები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება ე.წ. ქოლცენტრების არსებობასთან დაკავშირებით.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება", - წერია უწყების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში.

საგამოძიებო სამსახურში დამატებითი კომენტარები არ კეთდება.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თბილისში არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო დაკავებულია არაერთი ადამიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ, ოპოზიცია კი მთავრობის მოქმედი წევრების ჩართულობაზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG