Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 9 მაისის ზეიმის წინ, ბახმუტისთვის ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება


9 მაისის ზეიმის წინ, ბახმუტისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება
9 მაისის ზეიმის წინ, ბახმუტისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება

ბახმუტისთვის ბრძოლა ინტენსიფიკაციას განიცდის - უკრაინის არმია 5 მაისს იუწყება, რომ დონეცკის რეგიონში მდებარე ამ ქალაქში რუსეთს დამატებითი ძალები ჩაჰყავს, სამხრეთ უკრაინის პარალელური დაბომბვის ფონზე.

ბახმუტში, ფრონტის ხაზზე, უკრაინის მცველებმა ბოლო 24 საათში მოიგერიეს რუსეთის 60 შეტევა, იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რაც მიანიშნებს ზრდის ტენდენციაზე რუსეთის ძალისხმევაში ქალაქის დასაკავებლად. ვრცელდება ცნობები შეტაკებებზე მარინკაში, რომელიც ბახმუტთან ახლოს მდებარეობს და სადაც რუსეთის ძალები ცდილობენ ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას - აცხადებს გენერალური შტაბი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, რუსეთის ძალები, რომელთა ავანგარდშიც კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერია", ყველა ძალით ცდილობენ ბახმუტის დაკავებას 9 მაისამდე, ანუ თარიღამდე, როცა მოსკოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ზეიმობს.

უფრო ადრე, "ვაგნერის" დამაარსებელი, ევგენი პრიგოჟინი გამოვიდა მუქარით, რომ ბახმუტიდან თავის მებრძოლებს გაიყვანს - სავარაუდოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მომარაგებისა და მხარდაჭერის შესახებ კონფლიქტის ესკალაციის გამო.

XS
SM
MD
LG