Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში დარეგისტრირებული შინაური ცხოველის სტერილიზაცია დროებით უფასო იქნება


საილუსტრაციო ფოტო: ძაღლები თბილისის ქუჩაში
საილუსტრაციო ფოტო: ძაღლები თბილისის ქუჩაში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში დარეგისტრირებული შინაური ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია უფასო იქნება. რეგისტრაციის საფასური 19 ლარია. კამპანია სატესტოა და ის ერთ თვეს გასტანს.

სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ამ კამპანიის მიზანია ცხოველთა რეგისტრაციის წახალისება და სტერილიზაციის მნიშვნელობისათვის ხაზის გასმა. „ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება. 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი“, - თქვა გიორგი კობიაშვილმა.

XS
SM
MD
LG