Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლში მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ლაპარაკობს ანექსირებულ ყირიმზე დრონებით მიტანილ იერიშზე

საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო დრონი
საილუსტრაციო ფოტო: სამხედრო დრონი

ანექსირებული ყირიმის ყველაზე დიდი ქალაქის, სევასტოპოლის მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი 7 მაისს აცხადებს, რომ ღამით ნახევარკუნძული დრონების 10-ზე მეტი შეტევის სამიზნე გახდა, თუმცა ქალაქში არაფერი დაზიანებულია.

მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის და ელექტრონული ომის დანაყოფებმა.

რაზვოჟაევის მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვი ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე ჩამოაგდეს ორი უკრაინული Grom-2 ტიპის ბალისტიკური რაკეტა.

რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს გადამოწმებას ამ ცნობებისა, რომლებიც თან ახლავს რუსეთის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს რუსეთის სივრცეში ჰაერიდან წარმოებულ თავდასხმებზე, მათ შორის კრემლზე.

XS
SM
MD
LG