Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სეულს სტუმრობს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს ესტუმრა. 7 მაისი, 2023 წელი
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს ესტუმრა. 7 მაისი, 2023 წელი

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 7 მაისს სეულში ჩავიდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, იუნ სოკ იოლთან შესახვედრად. ლიდერები ცდილობენ კავშირების გაღრმავებას ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის და ჩინეთის გაძლიერების ფონზე.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს იაპონიის ლიდერის პირველი ვიზიტია სეულში. მარტში იუნ სოკ იოლი ტოკიოს ეწვია, სადაც ლიდერები შეეცადნენ, გასცდენოდნენ ისტორიულ უთანხმოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გასდევდა ფონად იაპონიისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობას.

სეულში გაფრენამდე კიშიდამ ჟურნალისტებთან გამოთქვა იმედი, რომ გამართავდა "ღია დისკუსიას, რომელიც ურთიერთნდობას დაეფუძნებოდა", თუმცა მას კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG