Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ადამიანი დაიღუპა ხალხში მანქანის შეჭრის შედეგად ტეხასის სასაზღვრო ქალაქში


საარქივო ფოტო
საარქივო ფოტო

შვიდი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ტეხასის შტატში მას შემდეგ, რაც მანქანა შეიჭრა ხალხში, რომელიც უსახლკაროთა და მიგრანტთა თავშესაფრის ახლოს განთავსებულ ავტობუსის გაჩერებაზე იყო შეკრებილი.

ინციდენტი მოხდა მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბრაუნსვილში, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე (14:30 GMT).

დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

მძღოლი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. ბრაუნსვილის პოლიცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა ინციდენტი განზრახ ჩადენილი, თუმცა აშშ-ის მედიაში მანამდე გავრცელდა პოლიციის სიტყვები, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა.

XS
SM
MD
LG