Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელი საქართველოს მოქალაქეებს: თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე მოისმინეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიდეომიმართვა საქართველოს ხალხისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი.

„ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო და ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში, მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს ხალხმა, გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთან ერთად ვართ და ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ", - მიმართა საქართველოს მოქალაქეებს შარლ მიშელმა.

ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG