Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისა და მარიინკისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

ქალაქი ბახმუტი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება
ქალაქი ბახმუტი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 97-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე, სადაც გასულ 24 საათში შეტევაზე 46-ჯერ გადავიდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარიინკისთვის.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 690 სამხედრო, 2 ტანკი, 6 დრონი, 18 ჯავშანმანქანა და სხვა ტექნიკა.

საომარი მოქმედებების პირობებში ინფორმაციის სხვა წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG