Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ბრძანებით, რუბლიოვის "სამება" გადაეცემა მართლმადიდებელ ეკლესიას

ანდრეი რუბლიოვის „სამება“
ანდრეი რუბლიოვის „სამება“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება, ანდრეი რუბლიოვის მიერ შესრულებული ხატი "სამება" ტრეტიაკოვის გალერეიდან გადაეცეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ხატი მუდმივად იქნება გამოფენილი წმინდა სამების ტაძარში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საიტის თანახმად, ხატი ეკლესიას გადაეცა "პასუხად მართლმადიდებელი მორწმუნეების მრავალ თხოვნაზე."

2022 წლის ივლისში ტრეტიაკოვის გალერეამ ხატი ეკლესიას რამდენიმე დღით, საეკლესიო დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, გადასცა.

მაშინ ამ ფაქტს უარყოფითად გამოეხმაურნენ სამუზეუმო საზოგადოება, გალერეის მუშაკები, მკვლევრები და რესტავრატორები, რომლებიც შიშობდნენ, რომ გადაადგილება და შენახვის პირობების შეცვლა ხატს დააზიანებდა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ დაბრუნების შემდეგ ნამუშევარს 61 დაზიანება ჰქონდა.

ხატის ეკლესიისთვის გადაცემის მომხრეები კი ამბობენ, რომ მეოცე საუკუნემდე ის ეკლესიის წიაღში ინახებოდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ მოახდინა მისი ექსპროპრიაცია და ის ისტორიულ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

XS
SM
MD
LG