Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილზე გარდაიცვალა 2 პოლიციელი, რომლებსაც მთვრალი მძღოლი დაეჯახა - შსს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც მთვრალი მართავდა მანქანას, ორ პოლიციელს დაეჯახა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა.

"წარსულში ნასამართლევი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები", - წერია შსს-ს განცხადებაში.

მძღოლი დაკავებულია, აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით - დაკავებულს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG