Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7-მა განცხადება გამოაქვეყნა უკრაინისა და რუსეთის შესახებ


დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მონაწილეები ჰიროსიმაში. 19 მაისი. 2023 წელი
დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მონაწილეები ჰიროსიმაში. 19 მაისი. 2023 წელი

იაპონიაში, ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მონაწილეებმა გამოაქვეყნეს განცხადება უკრაინის, ასევე რუსეთის აგრესიის შესახებ. დოკუმენტი 11 პუნქტისგან შედგება. ის „თეთრი სახლის", საიტზე გამოქვეყნდა.

„დიდი შვიდეული“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. რუსეთის ომს მონაწილეები უწოდებენ უკანონოს, არაპროვოცირებულს, დამპყრობლურს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და გაეროს ქარტია. G7-ის ქვეყნები მოითხოვენ რუსეთის ჯარის მთლიანად გასვლას უკრაინიდან. ს

ამიტის მონაწილეების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოება, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ისინი მხარს უჭერენ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას ამ მხრივ და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ ამისაკენ.

G7 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გაუწევს როგორც სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფთან თანამშრომლობით, ასევე ეკონომიკურ დახმარებას ქვეყნის აღდგენაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის გზით. მთავარი ყურადღება ექცევა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

სამიტის მონაწილეები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელს შეუწყობენ უკრაინის ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სასამართლოს რეფორმების გატარებას.

რაც შეეხება რუსეთს, „დიდი შვიდეული“ აპირებს მის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გააგრძელოს და გააფართოებს რუსეთში იმ პროდუქტის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებით გამოიყენონ.

G7 აპირებს მიმართოს ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც თვითონ, ან შუამავლების საშუალებით მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიესალმებიან ევროპის საბჭოს ჩარჩოებში უკრაინისთვის მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნას.

რუსეთს დაევალება ამ ზარალის ანაზღაურება. G7 გაყინავს და შეძლებისდაგვარად კონფისკაციას გაუკეთებს რუსულ აქტივებს, რომლებიც მის ქვეყნებში ინახება. უკრაინისთვის დახმარების გაწევასთან ერთად G7 განავითარებს ძალისხმევას სუსტი ქვეყნების სასურსათო და ენერგეტიკული დახმარების მიმართულებით.

„დიდი შვიდეული“ არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელშიც სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს მოიცავს. მასში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი.

G7-ის სამიტებში მონაწილეობას იღებენ ევროკომისიის წარმომადგენლები. ხიროსიმის სამიტში მონაწილეობას აპირებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც არაბთა ლიგის სამიტზე იმყოფება საუდის არაბეთში, სადაც ის შეხვდა მასპინძელი ქვეყნის მმართველებს. სამიტში ხანგრძლივ იზოლაციის შემდეგ დაესწრო სირიის პრეზიდენტი, რუსეთის მოკავშირე, ბაშარ ალ-ასადი.

არ არის გარკვეული, მიიღებს ზელენსკი ჰიროსიმის სამიტში უშუალო მონაწილეობას თუ, ონლაინ ჩაერთვება.

XS
SM
MD
LG