Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება 70: გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ქართველ ხალხს (1954)


გადმოწერა

გრიგოლ რობაქიძის „მიმართვა ქართველ ხალხს“ არის მწერლის ერთ-ერთი იშვიათი აუდიოჩანაწერი, რომელიც რადიო თავისუფლების (იმხანად მას „რადიო განთავისუფლება“ ერქვა) მიუნხენის სტუდიაში ჩაიწერა 1954 წელს და ეთერში გავიდა იმავე წლის ივლისში. გამომცხადებელი: კარლო ინასარიძე.

წელს რადიო თავისუფლების ქართული რედაქცია 70 წლის გახდა. ჩვენი პირველი გადაცემა 1953 წლის 3 მარტს გავიდა ეთერში. ეს კერძო ამერიკული მედიაკორპორაცია, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, შეიქმნა როგორც საბჭოთა პროპაგანდის საპირწონე და მას მერე მისი მიზანი იყო, საბჭოთა ბლოკში მცხოვრები ადამიანებისთვის მათივე ცხოვრების შესახებ მიეწოდებინა სიმართლე, მოეთხრო იმაზე, რასაც კომუნისტური რეჟიმები უმალავდნენ ხალხს. საბჭოთა ბლოკის დამხობის შემდეგ მან უკვე თავისუფლად დაიწყო მუშაობა, მათ შორის საქართველოშიც. თუ როგორ მუშაობს ეს მედიაორგანიზაცია ციფრულ ეპოქაში, იოლად მოსაძიებელია რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში. მაგრამ 70 წლისთავთან დაკავშირებით გვინდა გაგაცნოთ მასალები რადიო თავისუფლების არსებობის პირველი ათწლეულებიდან. აუდიოარქივი მოიცავს სხვადასხვა პერიოდს, თემასა და ჟანრს. დროთა განმავლობაში თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება რადიო თავისუფლების აუდიოარქივის უდიდესი ნაწილი, რომელიც რადიო თავისუფლების ვებსაიტზე აიტვირთება.

XS
SM
MD
LG