Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი: G7-ის სამიტზე ზელენსკის ჩასვლა შეიძლება ომში გარდატეხის მომენტი იყოს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ჰიროსიმა, 20 მაისი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ჰიროსიმა, 20 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელი გამოჩენა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე შესაძლოა გარდატეხის მომენტი იყოს მიმდინარე ომში, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ.

მაკრონის თქმით, ამ ვიზიტმა უკრაინის პრეზიდენტს „უნიკალური შესაძლებლობა მისცა, პირადად აუხსნას სიტუაცია, გადმოსცეს თავისი აზრები და თავისი შეხედულებები გაუზიაროს“ არა მხოლოდ G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს, არამედ სამიტზე მიწვეულ ინდოეთისა და ბრაზილიის დელეგაციებს.

„მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდატეხის მომენტი”, - თქვა მაკრონმა.

თუ როგორ შეიძლება გახდეს ზელენსკის ჰიროსიმაში ვიზიტი გარდატეხის მომენტი, ამაზე გამჭვირვალედ მიანიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის თანამედროვე F-16 გამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებები „პრაქტიკულად უკვე მიღებულია“.

„დარჩენილია ორი საკითხი, რომლებიც ძალიან ინტენსიურად განიხილება, ისევე, როგორც სატანკო კოალიციის შექმნის წინა დღეს“, - ციტირებს პოდოლიაკს „რბკ-უკრაინა“.

„ეს პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილებებია. მე მინდა, რომ ეს გააცნობიეროთ - ქვეყნებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ისინი უკვე აცნობიერებენ, რომ ყველა ამ იარაღს მოგვცემენ, მათ შორის F-16-ს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

XS
SM
MD
LG