Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელდა ცნობა ბელგოროდის ოლქში საზღვრის გარღვევის მცდელობაზე


რუსული ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები უკრაინის საზღვრის მახლობლად
რუსული ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციები უკრაინის საზღვრის მახლობლად

გაავრცელეს ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქში გარღვევის მცდელობის შესახებ.

„ბაზა“ აცხადებს, რომ 19 მაისს საღამოს კალაშნიკოვის ავტომატებით, ყუმბარმტყორცნით, სნაიპერული შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულმა ადამიანებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის მესაზღვრეებს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, საზღვრიდან ერთ კილომეტრში, სოფელ კრასნი ხუტორთან მოხდა. მესაზღვრეებმა თავდასხმა მოიგერიეს. Mash-ის ცნობით, ჯგუფში 15-ზე მეტი ადამიანი იყო, მათგან 5-დან 10-მდე დაშავდა. Shot-ი ოთხი დაჭრილის შესახებ იტყობინება.

ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბი იტყობინება, რომ ინფორმაცია უკრაინის ტერიტორიიდან დივერსიული ჯგუფის გარღვევის მცდელობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქის ორ სოფელზე შეიარაღებული ადამიანების თავდასხმის შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იტყობინებოდა. ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ აიღო.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარს შიდა რუსული კონფლიქტი უწოდეს - კორპუსი უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.

XS
SM
MD
LG