Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 3 საათს გაგრძელდა რუსეთის თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში


ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეული ხანძარი ქალაქ დნიპროში. 2023 წლის 28 აპრილი
ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეული ხანძარი ქალაქ დნიპროში. 2023 წლის 28 აპრილი

უკრაინაში დილის 6 საათამდე გაგრძელდა რუსეთის თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში. ღამის 3 საათისთვის, განგაში კიევიდან დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში მოიცვა უკრაინის ყველა ოლქი. რაკეტებით და დრონებით თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინული წყაროებით გავრცელებული ცნობებით, ყველაზე მეტი აფეთქება ქალაქ დნიპროში მოხდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდაცვის ძალების წყალობით შეტევას გაუძლეს და დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. აფეთქებები იყო ქალაქ ზაპოროჟიეშიც.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი აფეთქება იყო გამოწვეული უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით და რამდენი - სამიზნეებზე დარტყმით.

XS
SM
MD
LG