Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ბაქრაძე შენარჩუნებადი განახლების იდეაზე - "ადამიანები დაინახავენ, მათ ნებაზეც არის საქმე"


ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ლაპარაკობს შენარჩუნებადი განახლების პროექტზე, რომელიც გლდანის 1-ლ და მე-2 მიკრორაიონებში ხორციელდება: "მთავარი პროდუქტი იქნება ის, რომ ადამიანები დაინახავენ, მათ ნებაზეც არის საქმე, რომ თვითონ მათი სურვილები შეიძლება იყოს გათვალისწინებული მათი უშუალო გარემოს განვითარებაში. ეს იმდენა დიდი ტერიტორიაა, ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ მივაღწევთ. ამისთვის ნოემბრამდე გვაქვს დრო და ამიტომ შევქმნით ძირითად ჩონჩხს ასეთი დაგეგმვის, სადაც პრინციპულად იქნება შესაძლებელი დანახვა, როგორ უნდა განვითარდეს კორპუსთა შორის სივრცეები ისე, რომ საზოგადოებრივმა ცხოვრებამ ფრთები გაშალოს.

თანამშრომლობა პროფესიონალებს, მოსახლეობასა და ძალაუფლების მქონეთა (ამ შემთხვევაში, გამგეობა) შორის შეიძლება მიდიოდეს დამაკმაყოფილებელ შედეგებამდე. როგორ გამოვა ეს თანამშრომლობა, პროექტი აჩვენებს".

XS
SM
MD
LG