Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დააკავეს პირი, რომელიც მანქანით შეეტაკა პრემიერის საცხოვრებლის ჭიშკარს


დაუნინგ-სტრიტი, შენობის ჭიშკარი, რომლის წინ მოჩანს თეთრი ავტომანქანა. 25 მაისი. 2023 წელი
დაუნინგ-სტრიტი, შენობის ჭიშკარი, რომლის წინ მოჩანს თეთრი ავტომანქანა. 25 მაისი. 2023 წელი

25 მაისს ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე, შენობის ჭიშკარს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ცხოვრობს და მუშაობს, ავტომობილი შეეტაკა.

ქალაქის პოლიციის თანახმად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ზიანის მიყენებასა და მანქანის სახიფათო ტარებაში.

არსებული ცნობით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ მიემართება თეთრი ფერის ავტომანქანა დაბალი სიჩქარით პირდაპირ ჭიშკრისკენ, უაიტჰოლის გავლით. უაიტჰოლი ლონდონის სამთავრობო რაიონის მთავარი მაგისტრალია.

XS
SM
MD
LG