Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი იყო


ბათუმი. ხანძარი ფიროსმანის ქუჩაზე
ბათუმი. ხანძარი ფიროსმანის ქუჩაზე

25 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი შენიშნეს. კორპუსის ბინადრებმა შენობა დატოვეს და ქუჩაში გავიდნენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შენობაში გათიშეს ელექტროენერგია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, ხანძარი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაჩნდა, სადაც არავინ იმყოფებოდა. ​დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG