Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჯერ უოტერსი: ნაცისტური ფორმის მსგავსი კოსტიუმი ბერლინის კონცერტზე ანტიფაშიზმს გამოხატავდა


 Pink Floyd-ის თანადამაარსებელი როჯერ უოტერსი
Pink Floyd-ის თანადამაარსებელი როჯერ უოტერსი

ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა როჯერ უოტერსმა განაცხადა, რომ ფაშიზმისა და ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, როცა ბერლინში, კონცერტზე, ნაცისტური სტილის კოსტიუმი ეცვა. ამის გამო გერმანიის პოლიციამ ბრიტანელი მუსიკოსის მიმართ გამოძიება დაიწყო.

79 წლის მუსიკოსმა თქვა, რომ ბერლინის „მერსედეს ბენცის“ არენაზე თავისი გამოსვლის ელემენტები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, "სრულიად ცხადად" იყო განცხადება ფაშიზმის, უსამართლობისა და ფანატიზმის წინააღმდეგ.

17 მაისის კონცერტის ფოტოებზე ჩანს ცნობილი მომღერალი და ბას-გიტარისტი გრძელ, შავ ლაბადაში გამოწყობილი, კაშკაშა წითელი ფერის სამკლავურებით და ავტომატის იმიტატს აუდიტორიას უღერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG